weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იეჰოვას მოწმეთა დევნაში ბრალდებულს სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

13:48 ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი 2017

თბილისის საქალაქო სასამართლომ იეჰოვას მოწმეთა დევნაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ამით სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღმსარებლობისა და რწმენის გამო, ძალადობით  ჩადენილ რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებულ დანაშაულზე.

საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 22 აგვისტოს თბილისში, ბრალდებულმა ერთ-ერთ სკვერში, იეჰოვას მოწმეებს მათთვის განკუთვნილი მოძრავი სტენდიდან რელიგიური შინაარსის ლიტერატურის აღება და ადგილის დატოვება შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოსთხოვა. რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ბრალდებულმა სტენდზე განთავსებული ბანერი გატეხა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით დატოვა შემთხვევის ადგილი. ერთი თვის შემდეგ, შეურაცხმყოფელი ფორმით სტენდის აღება ბრალდებულმა კვლავ მოითხოვა, რის შემდგომაც სახის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა იეჰოვას მოწმეს და მიიმალა.

„შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ასევე ფაქტობრივი (მტკიცებულებითი) საფუძვლები. კერძოდ, ბრალდებულის შემდგომი, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხისა და რისკის გათვალისწინებით, აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოიყენა - გირაო, რომელიც სრულად უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე“, - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ გაცხადებაში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 22 ნოემბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]